www.riso.ge>EZ 570
EZ 570

PC თავსებადობა

თქვენი რიზოგრაფის კომპიუტერთან შესაერთებლად,

შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, ორი ოფციური

ინტერფეისიდან - USB 2.0 პორტი ან ქსელური პლატა.

USB-პორტი უზრუნველყოფს რიზოგრაფის მარტივ

შეერთებას კომპ იუტერთან (ერთადერთი კაბელის

;მეშვეობით). შეერთება ქსელური პლატის გამოყენებით,

რიზოგრაფს ხელმისაწვდომს ხდის საოფისე ქსელის ყველა

კომპიუტერისათვის, ხოლო ოფციური IS300 კონტროლერი

უზრუნველყოფს თავსებადობას Adobe PostScript 3 - თან.

ბეჭდვა USB Flash Card - დან

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კომპიუტერი არაა მიერთებული რიზოგრაფთან, თქვენ მაინც შეძლებთ მონაცემების დაბეჭდვას პირდაპირ თქვენი ფაილებიდან. უბრალოდ, შეინახეთ ინფორმაცია თქვენს Flash Card - ზე, შემდეგ კი მიუერთეთ იგი რიზოგრაფს USB-პორტის მეშვეობით. რიზოგრაფი მზა დაა ბეჭდვისათვის.

 

პლანშეტური სკანერი

პლანშეტური სკანერი უზრუნველყოფს ორიგინალების მოხერხებულ და სწრაფ სკანირებას A3 ზომის ფორმატამდე, მისი ნაწილებად დაყოფის აუცილებლობის გარეშე. არსებობს უსარგებლო ფონის, მაგალითად, როგორიცაა საგაზეთო ფონი, წაშლის ძალზედ სასარგებლო ფუნქცია.

 

ჩასაბეჭდი ქაღალდების გაფართოებული სპექტრი

აპარატი ბეჭდავს სხვადასხვა სახის ქაღალდზე სიმკვრივით 46 გ/მ2 -დან 210 გ/მ2 - მდე, რაც სავსებითაა საკმარისი საოფისე გამოყენების უმეტესი შემთხვევებისათვის. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ გჭირდებათ დაბეჭდვა უფრო მკვრივ ქაღალდზე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ  გამოიყენოთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბეჭდოთ ქაღალდზე სიმკვრივით 400 გ/მ2-მდე.

 

ქაღალდის მიმღები განყოფილება

ქაღალდის მიმღები განყოფილება იტევს მზა ანაბეჭდების 1000-მდე ფურცელს (ჩატეული ფურცლების რაოდენობა დამოკიდებულია ქაღალდის სიმკვრივეზე). ქაღალდის მიმღები განყოფილების შემზღუდველები ადვილად იხრება გარეთა მხარეებში იმისათვის, რომ მარტივად შეიძლებოდეს ქაღალდის გამოღება. ბეჭდეთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ.

 

ბოქსი გამოყენებული მასტერებისათვის

ბოქსის ახალი დიზაინი საგრძნობლად ამარტივებს გამოყენებული მასტერების უტილიზაციას: საჭიროა მხოლოდ გამოიღოთ იგი მანქანიდან და გაუხსნელად შემოატრიალოთ ღია მხარით ქვევით.

 

კეისი საღებავისა და მასტერისათვის (ოფცია)

ეს არის მოსახერხებელი მოწყობილობა მასტერ-ფირისა და საღებავის მარაგის შესანახად. 

 

მოსახერხებელი ფრონტალური მომსახურება

აპარატის გააზრებული კონსტრუქცია ამარტივებს რუტინული ოპერაციების უმრავლესობას. მაგალითად, მასტერის დამზადების ბლოკის ფრონტალური მდებარეობა საშუალებას იძლევა მასტერ-ფირის ძველი რულონი მარტივად შეიცვალოს ახლით.

 

მასტერის დამზადების მოსრიალე ბლოკი

მასტერის დამზადების ბლოკი გამოდის გარეთ როგორც მაგიდის ჩვეულებრივი გამოსაწევი უჯრა, რაც საშუალებას იძლევა დახარჯული მასტერ-ფირის რულონი ადვილად შეიცვალოს ახალი რულონით.

 

მსუბუქი მბეჭდავი დოლი

მბეჭდავი დოლი იმდენად მსუბუქია, რომ მისი შეცვლის ოპერაცია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს. შესაბამისად, თქვენს ანაბეჭდზე ახალი ფერის დამატება ძალზედ მარტივია.

 

საღებავის შეცვლის სიმარტივე

საღებავის ახალი ტუბის ჩადგმა ერთ ელემენტარულ მოქმედებაზე ოდნავ მეტს მოითხოვს: აუცილებელია ტუბი უბრალოდ ჩაიდგას შესაბამის განყოფილებაში და ოდნავ შემოტრიალდეს. ამის შემდეგ უნდა დაიხუროს რიზოგრაფის წინა კარი. ეს ოპერაცია რიზოგრაფზე ბეჭდვისას ხორციელდება „სუფთა ხელების“ პრინციპით, რომელსაც კომპანია Riso, უწინდებურად, მკაცრად იცავს.

 

საღებავის ტუბის ხუფის დამჭერი

აპარატის კონსტრუქცია ითვალისწინებს საღებავის ტუბის ხუფის მოსახერხებელ დამჭერს.  

 

მართვა თქვენი თითების ბოლოებზე

EZ5 მოდელის რიზოგრაფის მართვის პანელი იყოფა 2 ნაწილად: პირველი მოიცავს ფიზიკურ კლავიშებს/ღილაკებს, მეორე - წარმოადგენს სენსორულ ინტერაქტიულ ეკრანს. როდესაც გამოიყენება რიზოგრაფის სტანდარტული პრესეტები, საერთოდ არაა აუცილებელი სენსორული პანელის რაიმე ფუნქციების გააქტიურება - ყველა ძირითადი ფუნქცია იმართება უბრალო კლავიშებიანი პანელიდან.

 

მარტივი და გასაგები

პირველადი პანელის გარკვევით აღნიშნული კლავიშებისა და დიდი და გასაგები სენსორული პანელის მეშვეობით, მართვა ხდება მარტივი და ინტუიციურად გასაგები.

 

ღილაკი „რეჟიმი“

ეს თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ თუ თქვენ მაინც „დაიკარგეთ“ სენსორული პანელის მენიუში, კლავიში „რეჟიმი“ ყოველთვის დაგაბრუნებთ პანელის ძირითად ეკრანზე.

 

დიდი სენსორული ღილაკები

კლავიშები სენსორულ ეკრანზე დიდი და კარგად გასარკვევია იმისათვის, რომ შეუძლებელი იყოს ოპერაციაში ან ფუნქციაში შეცდომის დაშვება.

 

კლავიში “P”

ეს კლავიში ხსნის ეკრანს, რომელზედაც ინახება პროგრამირებადი ბეჭდვის პრესეტები.

 

ბეჭდვის მაღალი სიჩქარე

RISO-ს აპარატები ცნობილნი არიან მათი, ტრადიციულად მაღალი, ბეჭდვის სიჩქარით. EZ5 სერიის რიზოგრაფები თავს ართმევენ დავალებას ძალიან სწრაფად, მათი ბეჭდვის მაქსიმალური სიჩქარის ხარჯზე, რომელიც შეადგენს 130 ასლს წუთში.

 

დავალების შესრულების ინდიკატორები

ეს ინდიკატორები განკუთვნილნი არიან მასტერ-ფირის დამზადების პროცესისა და ტირაჟის ბეჭდვის პროცესის ვიზუალური კონტროლისათვის. ამ მაჩვენებლების-ისრების მეშვეობით, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ თუ რომელ ეტაპზე იმყოფება თქვენი დავალების შესრულება.

 

ენერგოდანახარჯების ეკონომიის რეჟიმი

ეს რეჟიმი ამცირებს საწარმოო დანახარჯებს იმის ხარჯზე, რომ რიზოგრაფი ავტომატურად მთლიანად ითიშება ან გადადის „მძინარე რეჟიმში“ უმოქმედოდ ყოფნის გარკვეული დროის შემდეგ, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ. ამ ღილაკის უბრალო დაჭერას რიზოგრაფი მოჰყავს მუშა მდგომარეობაში.

 

გამოსახულების გაუმჯობესებული დამუშავება

კლავიშის უბრალო დაჭერით თქვენ ირჩევთ ორიგინალის სკანირების ოთხი შესაძლებელი რეჟიმიდან ერთ-ერთს: ტექსტი, ფოტო, კომბინირებული, ფანქრული. რეჟიმი „ტექსტი“ გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ორიგინალი შეიცავს მხოლოდ ტექსტს; რეჟიმი „ფოტო“ იდეალურად გამოდგება ფოტოგრაფიებისა და ილუსტრაციების ბეჭდვისათვის; „კომბინირებული“ რეჟიმი იძლევა ოპტიმალურ შედეგს შერეული ორიგინალისათვის, რომელიც შეიცავს როგორც ტექსტს, ისე ფოტოგრაფიას; „ფანქრული“ რეჟიმი გამოდგება მაშინ, როდესაც ილუსტრაციები დახატულია ფანქრით. „კომბინირებული“ რეჟიმი გაძლევთ საშუალებას მიუთითოთ ტექსტის ან ფოტოს პრიორიტეტიც კი, ან მოაშოროთ უსარგებლო ნაცრისფერი, გაზეთის ტიპის, ფონი. პრინტერის დრაივერიდან ხელმისაწვდომია ახალი ფუნქცია „ნახევარტონების შერბილება“, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურად რბილ გადასვლას ფოტოგრაფიის ნახევარტონებს შორის.

 

ქაღალდის სამომხმარებლო ზომა

თქვენ შეგიძლიათ არასტანდარტული ზომის ქაღალდის 30 სახეობის დამახსოვრება, რის მეშვეობითაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეთ საჭირო პარამეტრებს. ეს გაძლევთ საშუალებას დაამზადოთ მასტერი და დაბეჭდოთ თქვენს სპეციფიკაციაში მითითებული ზუსტი ზომის ასლები.

 

მასშტაბირება

თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ ორიგინალი ოთხი სხვადასხვა საშუალებით: სტანდარტული მეთოდი საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ორიგინალის მასშტაბირება ქაღალდის სტანდარტული ფორმატების მიხედვით (A4-B4, B5-A4 და ა.შ.); რეჟიმი „კიდე“ ოდნავ ამცირებს ორიგინალს კიდეების გაზრდისათვის; რეჟიმი Zoom და Free იძლევა საშუალებას შევამციროთ ან გავზარდოთ ორიგინალი 50%-დან 200%-მდე ბიჯით 1%, ამასთანავე, მეორე შემთხვევაში მასშტაბირება შეიძლება იყოს არაპროპორციული.

 

მულტიპლიცირება

მულტიპლიცირების ფუნქცია გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ორიგინალის გამოსახულების ტირაჟირება მისი შემცირებით და ქაღალდის ერთ ფურცელზე განთავსებით. შესაძლო რეჟიმებია: 2-,4-,8-,16- ერთ ფურცელზე, აგრეთვე „საბილეთო“ რეჟიმი.

 

პროგრამირება

ეს რეჟიმი იძლევა საშუალებას დააპროგრამიროთ (და დაიმახსოვროთ სწრაფი გამოძახებისათვის) ასლების რაოდენობა ანაწყობში (99999 ასლამდე) და ჯგუფების რაოდენობა (50-მდე) ერთი ორიგინალიდან ბეჭდვისათვის ან ბეჭდვისათვის რამდენიმე ორიგინალიდან (მაქსიმუმ 20 ორიგინალი) თითოეულიდან 9999 ასლამდე.

 

ბეჭდვითი დავალებების დამახსოვრება

თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ბეჭდვითი დავალებების პარამეტრები ხშირად დასაბეჭდი ფაილებისათვის. ეს გაძლევთ საშუალებას არ შეჩერდეთ მათი ხელახალი დაყენებისათვის დავალების ხელმეორედ გაშვებისას.

 

მასტერის განახლება / მასტერის ავტომატური განახლება

ერთი მასტერიდან რამდენიმე ათასი ასლის დაბეჭდვის შემდეგ, ბეჭდვის ხარისხი ვარდება. თუ ამ დროს თქვენ გჭირდებათ ტირაჟის ბეჭდვის გაგრძელება, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია „მასტერის განახლება“, რის შემდეგაც, მეხსიერებაში შენახული მიმდინარე ორიგინალის ციფრული ფაილის მიხედვით, მასტერი დამზადდება ხელახლა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია „მასტერის ავტომატური განახლება“, რომელიც თქვენი მხრიდან შეხსენების გარეშე თვითონ განაახლებს მასტერს მითითებული რაოდენობის ასლების დაბეჭდვის შემდეგ.

 

RISO - რედაქტორი

RISO - რედაქტორი მოგცემთ საშუალებას მარტივად და სწრაფად გამოყოთ ტექსტის ან გამოსახულების ფრაგმენტები, მოათავსოთ ისინი საჭირო ფონზე ან ჩარჩოში; დაადგინოთ ფერი ან მოახდინოთ გამოსახულების ინვერტირება, დაამატოთ დამატებითი გამოსახულება მეხსიერებიდან (ამ შემთხვევაში აუცილებელია მეხსიერების ოფციური კარტა).

 

წინასწარი დათვალიერების რეჟიმი

ამ რეჟიმში თქვენი დოკუმენტი აისახება თხევადკრისტალურ დისპლეიზე ზუსტად იმ სახით, როგორც იქნება დაბეჭდილი იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ იმის შემოწმება, რომ ყველაფერი იქნება დაბეჭდილი ისე, როგორც თქვენ გსურთ.

 

მეხსიერება მონაცემთა შენახვისათვის

თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ დასკანირებული ორიგინალები ან ფაილები, მიღებული თქვენი კომპიუტერიდან USB Flash Card-ზე ან ჩაშენებულ მეხსიერების პლატაზე (შესაძენია ცალკე). ეს მოგცემთ საშუალებას დაბეჭდოთ თქვენი ფაილები ნებისმიერ მომენტში დამატებითი სკანირების გარეშე.

 

PostScript ინტერფეისი IS300

დამატებითი კონტროლერი IS300 უზრუნველყოფს EZ570-ს სრულ თავსებადობას Adobe PostScript 3-თან - გამოსახულების წარმოდგენის მსოფლიო სტანდარტთან, რომელიც გამოიყენება გამომცემლობებში, სხვადასხვა დაწესებულებებში, სააგენტოებში ბეჭდვისას.

თქვენ შეგიძლიათ სრულიად ენდოთ Adobe PostScript 3-ს შესაძლებლობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნახევარტონების, რთული გამოსახულებების და წვრილი დეტალების იდეალურ გადმოცემას.

ასლების კონტროლის სისტემა

მომხმარებელთა მართვის ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში, მოგცემთ საშუალებას

თითოეული მომხმარებლისათვის დააწესოთ დაშვების იდენტიფიკატორი და ბეჭდვის ლიმიტი. აგრეთვე, თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მიიღოთ ანგარიში გაკეთებული ასლების რაოდენობისა და თითოეული მომხმარებლის მიერ დახარჯული მასტერების შესახებ. RISO I Quality System ეს სისტემა გთვაზობთ მრავალ უპირატესობას, მოხერხებულობას, ისეთებს როგორიცაა:

 

  • ბეჭდვის ხარისხის ავტომატური ოპტიმიზაცია.
  • ოპერატორის შეცდომების თავიდან აცილება.
  • შეტყობინებები იმის შესახებ, რომ მასტერ-ფირი ან საღებავი თავდება
  • ქაღალდის დანაკარგის მინიმიზაცია.

“RISO I Quality” მარკირება მიუთითებს იმაზე, რომ RISO-ს მოცემული პროდუქტები

 

RISO I Quality System-ის მხარდამჭერია.

  • PC თავსებადობა
  • USB Flash Card-დან ბეჭდვა
  • ინტელექტუალური პლანშეტური სკანერი
  • გამოსახულების გაუმჯობესებული დამუშავება
  • გამოსახულების RISO რედაქტორი
  • ბეჭდვისათვის განკუთვნილი ქაღალდის გაფართოებული დიაპაზონი
  • ბეჭდვის მაღალი სიჩქარე
  • ფერადი საღებავების მრავალფეროვნება
  • მოსახერხებელი ფრონტალური მომსახურება
  • საღებავის შეცვლის სიმარტივე
  • ახალი ბოქსი გამოყენებული მასტერებისათვის
  • ასლების კონტროლის ახალი სისტემა
  • ეკოლოგიური სისუფთავე

 

დამატებითი აღჭურვილობა

  • დამატებითი EZ დოლი. Riso გთავაზობთ დოლებს ფერადი საღებავების ფართო
  • სპექტრისათვის. თითოეული დოლი ინახება ცალკე ბუდეში.
  • დამატებითი დოლი EZ A4W. სპეციალური დოლი A4 ფორმატის ქაღალდზე ბეჭდვისათვის
  • (ლანდშაფტი).
  • ორიგინალების ავტომატური მიწოდების მოწყობილობა AF-VI:N II. 50 ორიგინალამდე
  • ავტომატური მიწოდება.
  • მყარი ქაღალდის მიწოდების მოწყობილობა - ისეთი სიმყარის ქაღალდზე ბეჭდვისათვის,
  • როგორიცაა მუყაო და კონვერტები.
  • 18
  • ტირაჟების განმაცალკევებელი IV:N II. ტირაჟები სხვადასხვა ორიგინალიდან ცალკევდებიან
  • ერთმანეთისაგან სანიშნი ლენტით.
  • მომხმარებლის იდენტიფიკატორი IV:N. საშუალებას იძლევა დადგინდეს კონკრეტული
  • მომხმარებლის დანახარჯები დაბეჭდილი ასლების რაოდენობისა და დროის გარკვეულ
  • პერიოდში დახარჯული მასტერების დათვლით.
  • ქსელური პლატა RISO Network Card შესაძლებელს ხდის რიზოგრაფი მიუერთდეს
  • კომპიუტერულ ქსელს. მისი მიწოდება ხდება რიზოგრაფზე მოშორებული კონტროლის
  • პროგრამულ უზრუნველყოფა RISO-MONITOR-თან ერთად.
  • RISO კონტროლერი IS300. უზრუნველყოფს პრინტერის სრულ თავსებადობას სტანდარტ
  • Adobe PostScript 3-თან.
  • • დამატებითი მეხსიერების კარტა DM-128CF. საშუალებას იძლევა დამახსოვრდეს ხშირად
  • ბეჭდვადი ორიგინალები, ისეთები, როგორებიცაა ბლანკები და ფორმები, უშუალოდ
  • კომპიუტერიდან ან რიზოგრაფის სკანერიდან.
  • დამხარისხებელი RISO TM2500. 25 განყოფილების მქონე დამხარისხებელი დაგეხმარებათ
  • სწრაფად დააჯგუფოთ ბეჭდვითი ანაწყობები, შემდეგ კი დაამაგროთ ისინი სტეპლერის
  • მეშვეობით.
  • განიერი მიმღები განყოფილება საშუალებას იძლევა განხორციელდეს ბეჭდვა ქაღალდზე
  • ზომით 340მმ x 555მმ-მდე.
  • D და N ტიპის მაგიდა-ქვესადგომი. გამძლე და მდგრადი მაგიდა-ქვესადგომი, რომელშიც
  • მოსახერხებელია სახარჯი მასალების შენახვა.
  • კეისი საღებავისა და მასტერისათვის. მოსახერხებელი მოწყობილობა საღებავისა და მასტერ-
  • ფირის შენახვისათვის.

 

ტექნიკური მახასიათებლები

ამოსაბეჭდი ვერსია

ქ. თბილისი, 0160,  ყაზბეგის გამზირი #24გ, ოთ. 102
ტელ/ფაქსი: +(995 32) 312452; 312453; 312472; 330427
 ელ. ფოსტა: poly@gol.ge  ვებ: http://www.poly.ge